საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არჩევანი არის ევროპა და მას სხვა ალტერნატივა არ აქვს.
ამის შესახებ სააკაშვილმა, მისი და ევროკომისის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"მოუთმენლად ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტს, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. მე კარგად მახსოვს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა პრაღაში. იმ შეხვედრაზე წამოყენებული ყველა ინიციატივა და გზავნილი განხორციელდა და კონკრეტული შედეგიც მოიტანა. ამიტომ, მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ძალზე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საქართველოს არჩევანი არის ევროპა. მას სხვა ალტერნატივა არ აქვს. იმედი მაქვს, რომ ევროპა დააფასებს ამას და სულ უფრო მეტად შეხედავენ საქართველოს, როგორც არა მხოლოდ პარტნიორ ქვეყანას, არამედ როგორც ამ არაჩვეულებრივი გაერთიანების სრულფასოვან წევრს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სამომავლო საქმეა და ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდ წავიდეთ. დიდი მადლობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.