საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ლისაბონში გაემგზავრა.
ვაშაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი უხელმძღვანელებს, ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
სამიტი ხვალ, 19 ნოემბერს გაიხსნება და 20 ნოემბერს დაიხურება. მის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პირველი პირი ბრიტანელ, ავსტრიელ, ჩეხ და თურქ კოლეგებს შეხვდება.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება. ის პორტუგალიაში დღეს საღამოს გაემგზავრება.