რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარი თემურ იაკობაშვილის შესაძლო ელჩად გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" თემურ იაკობაშვილის აპატარში.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "რეზონანსის" მტკიცებით, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პოსტს იცვლის და ის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად ინიშნება.
ამავე გაზეთის ინფორმაციით, იაკობაშვილს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი შეცვლის.