ქართული კონფლიქტი 2008 წლისა ერთგვარი ტესტი იყო რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებისათვის და ეს ტესტი ორივე მხარემ ღირსეულად ჩააბარა. ეს განცხადება ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"გასული დროის გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის კონფლიქტი რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებისათვის ერთგვარი ტესტი იყო - ჩვენ იგი ძალიან ღირსეულად გავიარეთ", _ განაცხადა როგოზინმა.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველას დავანახეთ ჩვენი სიმყარე ჩვენი ინტერესების დაცვის საკითხში, მათ შორის ყველაზე ხისტი მეთოდითაც კი, შედეგად რუსეთმა ნატოს წევრი სახელმწიფოების პატივისცემა დაიმსახურა, ისინი ხომ მხოლოდ ძლიერებს სცემენ პატივს. 2008 წლის აგვისტო რუსეთის სიმტკიცის დემონსტრირება იყო საკუთარი კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის თვალსაზრისით", _ აცხადებს როგოზინი და დასძენს, რომ მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ყოველივე ამაში არის ის, რომ - "მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის პროვოკაციული მოქმედებებისა, ჩვენ და ნატოში ჩვენს პარტნიორებს გვეყო ძალა და პრინციპულობა იმისათვის, რომ ეჭვქვეშ არ დაგვეყენებინა ჩვენი ურთიერთქმედებების სტრატეგიული საკითხები - ევროპული უსაფრთხოება და ავღანური ტრანზიტი", _ აცხადებს როგოზინი.