საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის საგანგებო მიიწვევით, 23 ნოემბერს ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან ევროპარლამენტსა და ევროგაერთიანებას მიმართავს.
მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს იეჟი ბუზეკს შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართება.
"ეს ერთ-ერთი ძალზე იშვიათი გამონაკლისია, როდესაც არაწევრი სახელმწიფოს მეთაურს შესაძლებლობა ეძლევა ევროპარლამენტარების წინაშე წარსდგეს და სიტყვით მიმართოს მათ",-ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილს მსგავსი შესაძლებლობა უკვე მეორედ მიეცა.