იმისთვის რომ ჩემი შვილი გადარჩეს, ერთადერთი გამოსავალია საზღვარგარეთ მკურნალობა - ამის შესახებ გიული ალასანიამ "ფორმულას" გადაცემა "კონტექსტში" განაცხადა.
ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით კმაყოფილი არ არის.
"მიშას მდგომარეობით მაინც და მაინც კმაყოფილი არ ვარ. გუშინ ვნახე და მძიმედ არის. გლდანის პერიოდი საერთოდ კოშმარი იყო, როგორც ჩანს. თუმცა არც ერთი არ იყო მაინც და მაინც სანატორიუმი, სხვათა შორის არც გორი. საერთოდ არ მაქვს ნდობა ამ დაწესებულების მიმართ. არ ვგულისხმობ ყველას, არიან კარგი პროფესიონალები, თუმცა ნდობა სახელმწიფოს მიმართ არ მაქვს. ჩემი შვილის ბედი სამწუხაროდ მათ ხელშია. მან ნორმალურ კლინიკაში, ქვეყნის გარეთ უნდა გაიაროს რეაბილიტაცია... თუ ჩვენი მხარისთვის უკრაინა გამოსავალი არ არის, მაშინ გერმანია, ჰოლანდია, რომელიმე კლინიკა. იმისთვის რომ ჩემი შვილი გადარჩეს, ეს ერთადერთი გამოსავალია - გარეთ მკურნალობა... მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მდგომარეობა უკან უკან მიდის", - განაცხადა გიული ალასანიამ.