ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს რუსეთის საკითხებეში მაიკლ მაკფოლს და ბარაქ ომაბას მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებეში ელისაბედ შერვუდ - რანდალს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ალასანიას პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრებზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდრემა საარჩვენო გარემოზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, ხელისუფლებასთან დაწყებულ მოლაპარაკებებსა და ბიზნესმენების შევიწროვების ფაქტებზე ისაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტში თავისუფალი დემოკრატების ლიდერი სახელწიფო მდივნის თანაშემწეს თინა ქეიდენაუს შეხვდა. საუბრის მთავრი თემა საარჩვენო გარემო და მედიის თავისუფლების საკითხები იყო.
„დღეს თეთრ სახლში ბარქ ობამს მრჩველებთნ განვიხილე საარჩვენო გაუმჯობესების თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი. ძალიან ნათლად ითქვა, რომ სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული, რომ საქართველო რეალურად ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ ქვეყნად, ამიტომ ამ პროცესს დააკვირდება თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში არჩევნების გზით უნდა მოხდეს. ვისუაბრეთ ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებზე, ბიზნესზე ზეწოლა უნდა შეწყდეს და ამას ვაშინგტონშიც ყურადღებით დააკვირდებიან. განვიხლილეთ ოკუპირებულ ტერიტორიბზე არსებული ვითარება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი სიტყვით კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოვა.