ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება, მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება, - განაცხადა გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალთან მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან გადაღლილი და საკმაოდ სუსტად.
"არის ძალიან გადაღლილი, არის საკმაოდ სუსტად. როგორ უნდა იყოს, ამდენი დღე გავიდა და რა შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში? მეტი აქტიურობა საზოგადოებისგან, ხალხისგან, – ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რასაც მე ვხედავ. ხომ დაინახეთ რა ხდება სასამართლოზე, რა იმედი უნდა მქონდეს? ადამიანი თვითონ იცავს თავის თავს, გამოდის, ლაპარაკობს და შედეგი რა მოჰყვება ამ ლაპარაკს? მანამდეც ლაპარაკობდა ამდენი წელი.
მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება. მე არ ვარ იმ კომიტეტში და ისევ ვურჩევ აქტიურობას. თვითონ განსაზღვრავენ ალბათ. რაც შეიძლება მეტი სიმრავლე და აქტიურობა არის საჭირო", - განაცხადა გიული ალასანიამ.