თბილისის მერი გიგი უგულავა და საკრებულოს ფრაქცია "ჩვენი თბილისის" წარმომადგენლები დღესაც შეხვდებიან. ამის შესახებ მათი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეხვედრაზე მათ დედაქალაქის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
"ქალაქის მერს ჩვენი პრეტენზიები გავაცანით. ძირითადი მოთხოვნები ჯანდაცვის სფეროს, დასაქმების სფეროსა და სოციალური სფეროს გაუმჯობესება იქნება. 15:00 საათზე მუშა შეხვედრა გვექნება დედაქალაქოს მერთან და მერიის წარმომადგნლებთან. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება", - განაცხადა ფრაქცია "ჩვენი თბილისის" თავჯდომარემ დავით საგანელიძემ.
უგულავა ფრაქცია "დედაქალაქის" წევრებსაც შეხვდა. მისი თქმით, ამ შეხვედრებზე საინტერესო წინადადებები იყო წარმოდგენილი. როგორც მან აღნიშნა, თითოეული ფრაქცია ცდილობს ქალაქის განვითარებასა და ხალხის კეთილდღეობაზე.
დედაქალაქის მერი 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვასტან დაკავშირებით ფრაქცია "ნაციონალებსაც" შეხვდება.