დღეს, 18 ნოემბერს, ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრი რაიმუნდს პალაიტისი ბათუმს ეწვევა.
პალაიტისი თბილისში 17 ნოემბერს ჩამოფრინდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ქართველმა კოლეგას - ვანო მერაბიშვილს შეხვდა. საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხებოდა. ვიზიტის ფარგლებში ლიტვის შს მინისტრმა შსს-ის მომსახურების სააგენტო და პოლიციის აკადემიაც მოინახულა.
რაიმუნდს პალაიტისის ვიზიტი სამდღიანია. ის თბილისს 19 ნოემბერს დატოვებს.