მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიციის დაშლამ იძულებული გახადა, მთავრობის მეთაურად დამტკიცებიდან რამდენიმე საათში, გადამდგარიყო.
დღევანდელ კენჭისყრაზე, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი პარლამენტარებმა მცირე უპირატესობით დაამტკიცეს.
მომავალი წლის სექტემბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე, ანდერსონი უმცირესობის მთავრობას ჩაუდგება სათავეში, რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული პარტიაა წარმოდგენილი.
ანდერსონმა პრემიერ-მინისტრის პოსტი გასულ ხუთშაბათს დატოვა, მას შემდეგ რაც მისი კოალიცია დაიშალა. რამდენიმე საათით ადრე, მაგდალენა ანდერსონი პარლამენტში აირჩიეს შვედეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად.
მაგდალენა ანდერსონი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შვედეთის მონარქთან, მეფე კარლ XVI გუსტავთან შეხვედრის შემდეგ შეუდგება.
შვედეთი ერთადერთი სკანდინავიური ქვეყანაა, რომელსაც ამ დრომდე არ ჰყოლია ქალი პრემიერ-მინისტრი.
უწინ, ანდერსონი ლევენის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 54 წელის პოლიტიკოსმა, რომელიც ახალგაზრობაში ცურვის ჩემპიონი იყო, პოლიტიკური კარიერა 1996 წელს დაიწყო, როგორც მაშინდელი პრემიერის პოლიტიკური მრჩეველი.