ადამიანი თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკოსი და ამის გარეშე არ ცოცხლობს. სადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, მაინც იქნება ჩართული პოლიტიკაში, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გული ალასანიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი იზოლაციაშია, რაც მისი უფლებების შელახვაა.
“ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკოსი და ამის გარეშე არ ცოცხლობს. სადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, მაინც იქნება ჩართული. ამის გარეშე ცოცხალი მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელია. ფაქტია, ყველანაირ იზოლაციაშია, ეს არის მისი უფლებების შელახვა. ყველაფრის ეშინიათ. ვფიქრობ, უბრალოდ, მისი არსებობის ეშინიათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.