ირგვლივ მე ვხვდები ადამიანებს და ყველას განწყობა არის ასეთი, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასაიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ძირითადი მოსახლეობა არის ოპოზიციაში და ძალიან მცირე ნაწილია, ის გამონაკლისი, ვინც არ არის ოპოზიციაში.
„არავინ აპირებს გაჩერებას. ირგვლივ მე ვხვდები ადამიანებს და ყველას განწყობა არის ასეთი, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, და რაც შეიძლება სწრაფად და უფრო და უფრო აქტიურად. იმიტომ რომ ჩვენ ხომ უნდა მივაღწიოთ მიზანს, რისთვისაც დაიწყო ეს ყველაფერი და რისთვისაც ჩამოვიდა ჩემი შვილი აქ.
მე ვფიქრობ, რომ ძირითადი მოსახლეობა არის ოპოზიციაში. ყველა ფაქტიურად ოპოზიციაშია. ძალიან მცირე ნაწილია, ის გამონაკლისი, ვინც არ არის ოპოზიციაში, ძალიან მცირე ნაწილია. პოლიტიკური ლიდერები თუ არალიდერები, მე მგონია, რომ ახლა ჩვენს მხარეზე დგას. თუნდაც იმ ძალოვნებიდან სხვათა შორის. მე ვნახე ძალოვნები ზუგდიდში აქციაზე და მე დავინახე როგორი იყო მათი განწყობა. ყველა უკმაყოფილოა, ყველა გაქცევაზეა, ეს ხო ნორმალური ვითარება არ არის. მიაჩნიათ, რომ შვილებს ამ ვითარებაში ვერ გაზრდიან. არ უნდათ რომ შვილები გაზარდონ ასეთ ქვეყანაში“, - თქვა გიული ალასანიამ.