მთელი საზოგადოება ასეა განწყობილი, რომ პროტესტი არ უნდა გაჩერდეს, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასაიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, ადამიანები არ ემორჩილებიან, არ ეთანხმებიან ამ შედეგს არავითარ შემთხვევაში და ბრძოლა გრძელდება.
„შემუშავდა აზრი, რომ როგორმე მოთოკონ მოძრაობა, რომელიც ჩვენ თვალწინ გაიზარდა და აზვირთდა. არ არის გამორიცხული, რომ როგორმე გააჩერონ ეს ოპოზიცია, რომელსაც თურმე შესვენება სჭირდება. რომელ ისტორიის ფურცლებზე ამოიკითხეს, რომ გმირობამ რაღაცას შეუშალა ხელი. არ ვიცი, წარმოუდგენელი ამბავია.
გუშინ დავდიოდი მაღაზიებში, ისევ ჩემს შვილთან დაკავშირებით, ყველა გამყიდველი, ერთხმად ამბობდა, რაღაცა სხვადასხვა სიტყვებით, მაგრამ შინაარსი ერთი იყო, დაგვიბრუნდეს [მიხეილ სააკაშვილი] თორემ ვიღუპებით, დაღუპულები ვართ ყველანიო.
მთელი საზოგადოება ასეა განწყობილი, რომ პროტესტი არ უნდა გაჩერდეს. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. მე რა თქმა უნდა, მინდა, დედა ვარ და ჩემი შვილი არ იყოს იქ, სადაც ყოფნას არ იმსახურებს ნამდვილად. მე რომ მკითხო მადლობას იმსახურებს“, - თქვა გიული ალასანიამ.