"ქრისტიან-დემოკრატები" 2011 წლის ბიუჯეტიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას ითხოვენ.
ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, მერიის მიერ კომუნალურ ტარიფებთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირება დაპირებადვე რჩება და ამ საკითხის ასახვას 2011 წლის ბიუჯეტში მმართველი გუნდი არ აპირებს.
"მიუხედავად ხელისუფლების ჯიუტი პოზიციისა, კომუნალურ ტარიფებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. მოვუწოდებ უმრავლესობას, ეტაპობრივად დავიწყოთ ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა, რაც უპირველესად სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის კომუნალური ტარიფების სპეციალური პაკეტის შემუშავებას გულისხმობს", - განაცხადა გაბუნიამ.
ქრისტიან-დემოკრატები ინიციატივით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 100 ათასი ქულის ჩათვლით უნდა გადაეცეთ სპეციალური 95 ლარიანი პაკეტი კომუნალური გადასახადების დასაფარად.
მათ ამ ინიციატივის განხორციელბისთვის მერიას უკვე მიმართეს და გაბუნიას თქმით, ამის შესახებ კომენტარს თბილისის მერი გიგი უგულავა პარასკევს გააკეთებს.