საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ამობს, რომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და პირობები გაუმჯობესებულია და შედარებაც არ შეიძლება იმ მდგომარეობასთან, რაც გლდანის ციხეში იყო.
რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, გიული ალასანიას თქმით, ამ თემაზე არ უსაუბრიათ:
"მე საერთოდ თავისუფლებაზე ვილაპარაკებდი. ექიმები აკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე“,- ამბობს გიული ალასანია.
მისივე თქმით, პალატაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ფანჯრის გაღების უფლება მისცეს, თუმცა ფანჯარას გისოსები აქვს, რაც ძალიან დამთრგუნველია
"გაღებულია ოღონდ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს რომ გავიხსენოთ რა თარიღია ხვალ, ამის ფონზე, ძალიან დამთრგუნველი და არაბუნებრივი სრულიად. არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის“, - ამბობს ალასანია.