პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დედამ სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა, სადაც მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობას გადის. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ზოგადად მაინც სუსტად გრძნობს თავს:
"მე რაც დავინახე უჭირს სიარული, კუნთების პრობლემა აქვს, სუსტად არის, რეაბილიტაციას დასჭირდება საკმაო დრო როგორც ჩანს. ეს ექიმები და პერსონალი ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ექსპრეზიდენტის დედის თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს 23 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა ამ მხრივაც შეაფასოს. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება საზოგადოების მოთხოვნა უნდა გახდეს.
"გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ, ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე, რა თქმა უნდა არ მომწონს და ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი” - განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის პალატში წევრს, მას მისცეს სარკმლის გაღების უფლება, თუმცა სარკმელს გისოსები აქვს, რაც მისთვის ძალიან დამთრგუნველია.