"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ვაშინგტონის ყურადღება მთლიანად გადატანილია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს საქართველო მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.
აღნიშნულის შესახებ ალასანიამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართული რიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ვაშინგტონში ყურადღება მთლიანად გადატანილია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს საქართველო მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. აქ ელოდებიან, რომ თავისუფალი არჩევნების სისტემის შექმნის შედეგად, პირველად მოხდება საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეცვლა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
აღსანიშნავია, რომ ალასანია ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) პრეზიდენტს, კენ ვოლაკს შეხვდა, რომელსაც საქართველოში საარევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებულ პროცესებზე ესაუბრა.
საარჩევნო კოდექსი და ხელისუფლებასთან მოლაპარაკები იყო "Freedom House"-სა და "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც.
გარდა ამისა, ირაკლი ალასანია გუშინ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი ალასანიას ვიზიტი აშშ-ში 23 ნოემბრამდე გაგრძელდება.