თბილისის მერი საკრებულოში ფრაქციების "ჩვენ თბილისისა" და "დედაქალაქის" წარმომადგენლებს შეხვდება
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს საკრებულოში 2011 წლის ქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.
ის 13:30 წუთზე საკრებულოს ფრაქცია "დედაქალის" წევრებთან ერთად განიხილავს ბიუჯეტს, ხოლო ამ შეხვედრის შემდეგ ის "ჩვენი თბილისის" წარმომადგენლებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური შეხვედრა გუშIნაც გაიმართა. გუშინ, ფრაქცია "ქრისტიან დემოკრატებმა" და უგულავამ იმსჯელეს ბიუჯეტზე, თუმცა მათ ვერცერთ საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას.