უკრაინა საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვანია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით, რომელიც იმყოფება საქართველოში, გლდანის №18 სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში.
უკრაინული მხარე კვლავ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება, კერძოდ, გადაუდებელი დახმარებისთვის მულტიდისციპლინურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს.
"საქართველოში უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან დასტურს, რათა დღეს მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი, თანამშრომლობენ ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან, ასევე, რეგულარული კონტაქტი აქვთ ახლობლებთან.
უკრაინა შემდგომშიც გააგრძელებს განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობას უკრაინელი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის ქვეყანაში დაბრუნებას", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.