ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის კარლ ლამერსის განცხადებით, საქართველოს სახით ასამბლეას "კარგი მეგობარი ჰყავს".
"საქართველოს სახით ნატოს საპარლამენტო ასამბლეას კარგი მეგობარი ჰყავს. აუცილებელია, ვაჩვენოთ, რომ საქართველო დემოკრატიის გზას ადგას. აუცილებელია, ასევე, საჭიროანატოს მოთხოვნების შესრულების გაგრძელებაც მომავალში, რათა მოხდეს გაწევრიანება. ჩვენ ყოველთვის ვადასტურებთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ამის პერსპექტივა აქვს", - განუცხადა ლამერსმა ქართველ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა "კარგ დონეზე ვითარდება".
"ეს, ჩვენი მხრიდან, მისასალმებელია", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად გერმანელი დეპუტატი კარლ ლამერსი გუშინ, ბოლო საშემოდგომო სესიაზე, ვარშავაში აირჩია.
ლამერსი, გერმანული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" წევრია, მან პრეზიდენტის თანამდებობაზე ამერიკელი ჯონ ტანნერი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.