ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად გერმანელი დეპუტატი კარლ ლამერსი აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანც პრესი" ავრცელებს.
ლამერსი, გერმანული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრია, მან პრეზიდენტის თანამდებობაზე ამერიკელი ჯონ ტანნერი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
კარლ ლამერსის არჩევა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო საშემოდგომო სესიაზე ვარშავაში მოხდა.