საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერ ინგა გრიგოლიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს პენსიებთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მაგრამ არ ასრულებს.
ამის შესახებ გრიგოლიამ საკრებულოს ფრაქცია "ქდმ"-სა და თბილისის მერ გიგი უგულავას შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, არ შეიძლება პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს.
"გიგი უგულავასთან განვიხილეთ 2011 წლის ქალაქის ბიუჯეტი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა პენსიების გაზრდაა. საარსებო მინიმუმი 140 ლარს შეადგენს, ხოლო პენსია 80 ლარს, რაც დაუშვებელია. სამწუხაროდ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ქვია საქართველო და სააკაშვილი მართავს. მინდა შევახსენო მთავრობას, რომ სააკაშვილს პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისნგებლობა აკისრია, რასაც არ ასრულებს", - განაცხადა გრიგოლიამ.
გრიგოლიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა შეასრულოს ის პირობა, რომლითაც პენსიონერებს პენსია 100 დოლარამდე უნდა გაეზარდოს.