საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განაცხადებით, ქუთაისში მშენებარე ახალი პარლამენტი მთელი საქართველოს წარმომადგენელი პალატა იქნება.
"ხალხი ამბობდა, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა არ იყო კარგი იდეა, რადგან დეპუტატების თბილისიდან ქუთაისში მგზავრობა ძვირი დაჯდებოდა. ვინ თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები აუცილებლად თბილისელები უნდა იყვნენ? ვინ დააკანონა ეს? ეს არის ზუსტად იმ აზროვნების გამოძახილი, რომ ყველაფერი უნდა ხდებოდეს, თბილისში უფრო, სწორედ რუსთაველის გამზირზე. რა თქმა უნდა ვაკიდან და წყნეთიდან რუსთაველის გამზირზე სამსახურში სიარული უფრო ადვილია ვიდრე ქუთაისში ჩასვლა, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ქუთაისში არამხოლოდ თბილისიდან უნდა იარონ დეპუტატებმა, არამედ მთელი საქართველოდან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმდინარეობს ახალი პარლამენტის შენობის მშენებლობა, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება.