"საქართველოს მოვგლიჯეთ ორი ტერიტორია და უფრო შორსაც წავიდოდით მედვედევი, რომ არ შეჩერებულიყო. ავიღებდით თბილისს. აშშ-ს რამე, რომ დაემართოს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდენთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ოკუპირებას", აცხადებს რუსეთის ხელისუფლების იდეოლოგად წოდებული, ექსპერტი ალექსანდრე დუგინი.
"საქართველოს მოვგლიჯეთ ორი ტერიტორია, შევიჭერით იქ და უფრო შორსაც წავიდოდით მედვედევი, რომ არ შეჩერებულიყო. ავიღებდით თბილისს, ქართველები კი სინამდვილეში ძალიანაც დარდობენ ეს რომ არ გავაკეთეთ. ისინი აღიარებენ ძალას. ისინი იყვნენ თურქების, ირანელების და რუსების უღელქვეშ და ჩვენ ყველაზე ცუდი ვარიანტი როდი ვართ. მართალია ისინი შეგვაფურთხებდნენ და ნაგავს გვესროდნენ, მაგრამ ხელისუფლებას მაინც აღიარებდნენ", _ დარწმუნებულია ალექსანდრე დუგინი.
მისივე თქმით, ამჟამად რუსეთი იღწვის იმისათვის, რომ დსთ-ს სივრცეში თავისი გავლენა აღადგინოს.
"ყოველი შემთხვევაში რუსეთს სურს არასგზის არ დაუშვას იქ ამერიკული გავლენის დამყარება. მიდის ბრძოლა გავლენაზე ბელორუსში, უკრაინაში და საქართველოში", _ აცხადებს დუგინი.