პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ლისაბონის სამიტზე ნატო ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვიმედოვნებთ, რომ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ეერთგულება და ის, რომ საქართველო ნატოსკენ ინტეგრაციისთვის წარმატებით მიიწევს წინ", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე განმარტებით, სამიტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი უხელმძღვანელებს, ლისაბონში ამ დღეებში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ლისაბონში ნატოს სამიტი 19-20 ნოემბერს გაიმართა. მის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მეთაურთა უმაღლესი დონის შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას. უფრო კონკრეტულად, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა თურქეთის და ჩეხეთის პრეზიდენტებს, ასევე ბრიტანეთის, პორტუგალიის და ავსტრიის პრემიერებთან.