"იმიტომ ვერ შევდივარ, რომ აღარ არის იქ, სადღაც გაიყვანეს როგორც ჩანს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია რუსთავის ციხესთან საუბრობს.
ყოფილი პრეზიდენტის დედა ყვება, რომ ადგილზე დაინახა ბრონირებული მანქანები და ვერტმფერი და ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ მათი საშუალებით გაიყვანეს.
"გაირკვა, რომ გაქრა. ვერ შევდივართ აღარ არის, სადღაც გაიყვანეს, როგორც ჩანს. იფნორმაცია არ მაქვს. თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს... გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაგტვიფრინა ვერტმფრენმა. არ არის ადამიანი, მორჩა. არ მაქვს ინფორმაცია და მაქვს მხოლოდ ვარაუდი, რაც დავინახე ჩემი თვალით -როგორ გადაგვიფრინა ვერტმფრენმა, როგორ გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ. ფაქტია ჩემი შვილი აღარ არის ამ ციხეში", - ამბობს ალასანია.
ფოტო: მთავარი არხი