„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც პარლამენტში რამდენიმე დღეა, შიმშილობს, ჰოსპიტალიზაციაზე, დახმარებასა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა განაცხადა.
„გონზეა, საკმაოდ კონტაქტურია და ადეკვატურად იქცევა. წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი გასინჯვის დროს წნევა 120/70 აქვს, გლუკომეტრითა და სატურაციით გავზომეთ, ყველაფერი ნორმაში აქვს. ჰოსპიტალიზაციაზე, დახმარებასა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა. გონება ჩვენს მოსვლამდე დაკარგა და სასურველია, სტაციონარში გადავიდეს. იმ მდგომარეობის გამო, როგორც ის არის, შეიძლება, გონების დაკარგვა განმეორდეს. ახლა კარგად არის“, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.