პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-5 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასთან პარლამენტში სასწრაფო დახმარების გუნდი მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა ელენე ხოშტარიას გადასხმის გაკეთება შესთავაზეს, რაზეც მანუარი განაცხადა.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია.
წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს. გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია. პულსიც ოდნავ დაბალი მაგრამ ნორმის ფარგლებში.
დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ.
ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში", - თქვა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.