დღეს, 16 ნოემბერს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა სესიაზე საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს კენჭს უყრის.
რეზოლუციის პროექტში, რომლის სახელწოდებაცაა "სიტუაცია საქართველოში" ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესები, ის რეფორმებიცაა შეფასებული, რომელიც საქართველომ ბოლო წლის განმავლობაში გაატარა. მასში დიდი მნიშვნელობა ეთმობა ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და დევნილების დაბრუნებას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნატი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ კურსს.
საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ქვეყნებმა, სამსაათიანი ხმაურიანი დებატების შემდეგ, 14 ნოემბერს სამოქალაქო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტით არსებული სახით მიღებას რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რის გამოც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რუსი დელეგატის მწვავე გამოსვლას ელოდებიან.