კარგად ვარ, ექიმმაც შეამოწმა პარამეტრები, ყველაფერი ნორმაში მაქვს აბსოლუტურად, - აცხადებს "დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
მისი განმარტებით, ის გააგრძელებს შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საფრთხე არ მოიხსნება.
"რა თქმა უნდა, ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საფრთხე არ მოიხსნება და კონკრეტულად ამას სჭირდება, როგორც ექიმები ამბობენ, მულტიფუნქციურ კლინიკაში მისი გადაყვანა. არა თუ უკან დახევას არ ვაპირებ, თუ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი და კიდევ უფრო დამძიმდება მიხეილ სააკაშვილი, ასევე, ვფიქრობ ფორმების გამწვავებას, როცა გადავწყვეტ, მერე ვიტყვი ამაზე, მაგრამ არის რაღაც ფორმები, რომლითაც შეიძლება გამწვავება, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მყისიერად იქნება საფრთხე, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯებს.
რამდენიმე დეპუტატმა შემოიარა მოსაკითხად და, რა თქმა უნდა, ადამიანურად სასიამოვნოა, როდესაც ზიზღის ნაცვლად მსგავსი საქციელია,“- განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.