"დროას" ლიდერი პროტესტის გამწვავებას განიხილავს. როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, იფიქრებს პროტესტის გამწვავებაზე.
"ქართული ოცნებისგან" მოლოდინი, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, არავის აქვს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. რა იქნება მერე გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არ არის თამაში, ხუმრობა, პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამე გვიანობამდე სააკაშვილის ექიმებთან მქონდა კომუნიკაცია და სიტუაცია მძიმდება პრაქტიკულად ყოველდღიურად, როგორ რისკავენ, წარმოუდგებილია, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ვიფიქრებ, პროტესტის გამწვავებაზე," - განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.