"მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. ჩვენ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ" - საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.
ვიდეომიმართვაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა, გიული ალასანია ზელენსკის დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, უნდა მოინახოს გზა, რომ სააკაშვილი უკრაინაში გადაიყვანონ და სათანადოდ უმკურნალონ.
"მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ და ადრეც დაგვხმარებია, მაგრამ ახლა ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ როგორმე უნდა მოვაწყოთ მისი გადმოყვანა აქ, უკრაინაში, რათა შესაბამისი მკურნალობით იქნეს უზრუნველოყოფილი და რამენარიად გადარჩეს.
35-ე დღეა რაც შიმშილობს, წარმოგიდგენიათ? ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოხდეს, მაგრამ ეს არავის ადარდებს. ერთადერთი რასაც მას სთავაზობენ - ციხის კლინიკაა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, სადაც არაა არანაირი პირობა ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის.
ერთადერთი, თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ყველას იმედი მაქვს - უკრაინის ხალხის, დეპუტატების. მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის. მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა თქვენგანის - უკრაინის ხალხის, დეპუტატების. და მე მივმართავ უკრაინის მთავრობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის", - ამბობს გიული ალასანია.