ნათელაშვილის გუნდი ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლი იან ხის საქართველოში ბავშვთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს აწვდის.
ერთ-ერთ ასეთ ფაქტად "ლეიბორისტები" საატესტაციო გამოცდების დანიშვნასა და სკოლებში მანდატურების შეყვანას ასახელებენ.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოცდები უნდა გაუქმდეს, მანდატურების ფუნქციები კი შეიცვალოს.
"ლეიბორისტული პარტია მოითხოვს, მოიხსნას გამოცდები იმ საგნებში რომელიც ბავშვებს არ უსწავლიათ", - განმარტა შატბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო წლის ბოლოს, მე-12 კლასელებს 8 საატესტატო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.