შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სამხედრო ხომალდი "მაუნთ ვიტნი" შავი ზღვისკენ გამოემართა.
მე-6 ფლოტის ინფორმაციით, ხომალდი ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ერთობლივ ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.
30 ოქტომბერს შავ ზღვაში შემოვიდა მე-6 ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი USS Porter (DDG78).
USS Porter (DDG 78) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
ამერიკული ხომალდების გადაადგილებას ყურადღებით ადევნებს თვალს კრემლი, რომლის განცხადებით, შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების გამოჩენა რეგიონს სტაბილურობას არ მატებს.
მე-6 ფლოტი, რომლის სათაო ოფისი ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს. ხშირად ეს ოპერაციები ტარდება მოკავშირე და უწყებთა შორის პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხოებასა და სატბილურობას ევროპასა და აფრიკაში.