ნატო-ს გეგმები შექმნას ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზები რუმინეთის ან ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე არ პასუხობს კეთილმეზობლურ ინტერსებს რეგიონში, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რომში G20-ის სამიტზე ყოფნისას.
როგორც მან აღნიშნა, ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ აქვს სურვილი ითანამშრომლოს რუსეთთან.
"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას აპირებს ნატო. ჩვენ ვეყრდნობით ფაქტებს. ფაქტები კი ასეთია, რომ ნატო-ს ჩვენთან არანაირი ურთიერთობა სურს. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ჩვენი წარმომადგენლები გვყავდა და როდესაც მუშაობდა რუსეთი-ნატო-ს საბჭო, მას სურდა ჩვენთვის ყოველთვის რაღაც ესწავლებინა და ყოველ ჯერზე მოეთხოვა: მოდით, მოვიწვიოთ რუსეთი-ნატო-ს საბჭო და ვისაუბროთ უკრაინაზე. აი, სულ ეს იყო მისი ინტერესი - პროპაგანდის გაღვივება და რუსეთზე ზეწოლა", - ციტირებს სააგენტო "რია ნოვოსტი" ლავროვს.
შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების რეგულარული გაგზავნის, კონკრეტულად გუშინ აკვატორიაში სარაკეტო გამანადგურებელ USS Porter-ის შემოსვლის კომენტირებისას, ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის რეგიონში უსაფრთხოების უზურუნველსაყოფად.
მისი თქმით, შავ ზღვაში ამერიკული ხომალდების გამოჩენა რეგიონს სტაბილურობას არ მატებს, ვაშინგტონი კი მუდმივად ცდილობს უბიძგოს შავი ზღვის ქვეყნებს კონფრონტაციული პოლიტიკისკენ.