თუ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნების გამყალბებლებს გულშემატკივრობენ, გაყალბებული არჩევნების შედეგებს ულოცავენ და ხარობენ, ისინიც არიან ქურდბაცაცები - ასე ეხმაურება იურისტი გიორგი მშვენიერაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს.
"- შეიძლება ისინი იყვნენ შენი მასწავლებლები, მაგრამ თუ ისინი არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას - აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;
- შეიძლება ისინი არიან შენი მეზობლები, მაგრამ თუ ისინი არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას - აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;
- თუ ისინი არიან შენი მეგობრები, მაგრამ არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას - აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;
- თუ ისინი უბრალოდ შენი ნაცნობები არიან, მაგრამ არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას - აირჩიო. შესაბამისად არანაირ პატივისცემას ისინი არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;
- თუ ისინი არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც არჩევნებში ხმებს იპარავენ, ე.ი. შენ გპარავენ უფლებას - აირჩიო. შესაბამისად, არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ. მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს;
და ა.შ. და ა.შ.
და ბოლოს, თუ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც არჩევნების გამყალბებლებს გულშემატკივრობენ, გაყალბებული არჩევნების შედეგებს ულოცავენ და ხარობენ, ისინიც არიან ქურდბაცაცები. მათ ზუსტად ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ქურდბაცაცებს და ისინიც არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ",- წერს გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე.