15-16 ნოემბერს პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების შტაბ-ბინაში, საერთაშორისო ინტერნაციონალის საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაში, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სახელით, მონაწილეობას მიიღებს პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ნესტან კირთაძის შეხვედრები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუნესკოს შტაბ-ბინასა და სორბონას უნივერსიტეტში.
ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში საერთაშორისო ინტერნაციონალის საბჭოს მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა მმართველ და ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება.
საერთაშორისო ინტერნაციონალის საბჭოს პარიზის სხდომა მსოფლიოს მმართველ და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად კავკასიის კონფლიქტების საკითხსაც განიხილავს.
ნესტან კირთაძე საქართველოში 20 ნოემბერს დაბრუნდება.