საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილის შეფასებით, ის წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია სხვადასხვა სფეროში, მხოლოდ ერთი ლიდერის დამსახურება არ არის. მისი თქმით, საქართველო ეს არის ლიდერების თანავარსკვლავედი. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო აპარატი ერთნაირად მაღალ დონეზე მუშაობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყვარელში განაცხადა, სადაც მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
"ჩვენ ვიღებთ კურსს და ვამბოთ, რომ ვართ ეკონომიკურად ევროპული, დემოკრატიული სინგაპური, სინგაპური ეს იყო ერთი კონკრეტული ლიდერის წარმატება, საქართველო ეს არ არის ერთი კონკრეტული ლიდერის წარმატება, საქართველო ეს არის ლიდერების თანავარსკვლავედი - ყველა თავის სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ კორუფცია ქვეყანაში ერთიანობის განცდამ დასძლია, მისი თქმით, როცა ერთი სტრუქტურის წარმომადგენელი მეორე სტრუქტურის პატიოსან კოლეგას უყურებს აქვს განცდა, რომ მასთან ერთად ქმნის ახალ საქართველოს და აღარ აქვს სურვილი კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაერთოს.
"მე ხშირად ვსვამ, კითხვას პატრული, რომელიც პოლიციის წარმომადგენელია რატომ არ იღებს ის ქრთამს, პატრული არის მხოლოდ აისბერგის წვერი. მოსახლეობას აქვს ყოველდღე პატრულთან შეხება და ამიტომ იძახის, რომ პოლიცია არის ძალიან წარმატებული, მაგრამ მთელი სახელმწიფო აპარატი მუშაობს ზუსტად ისე როგორც პოლიცია. ყველა ადგილობრივი გამგეობა და სამინისტრო. მე ხშირად ვკითხულობ, რომელიღაც გამგეობის თანამშრომელი, ან სამინისტროს სპეციალისტი, რატომ არ არის ჩაბმული კორუფციაში, ნეპოტიზმში, ან თავისი კლანის შექმნაში, იმიტომ, რომ ყველა ერთმანეთს უყურებს ყველა ერთმანეთზეა ჩამოკიდებული და ყველას აქვს განცდა, რომ ისინი ქმნიან ახალ საქართველს", - განაცხადა პრეზიდენტმა.