მიხეილ სააკაშვილი არის შესანიშნავ ფორმაში, მისი გზავნილია, ბრძოლა ბოლომდე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
"არის ძალიან ძლიერ და მაგარ პოლიტიკურ ფორმაში. ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა. ყველაზე კარგ ფორმაში როცა მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს. ძალიან დამუხტული გამოვედი დღეს. გზავნილი არის - ბრძოლა. ეს არის მისი მთავარი მესიჯი. მას უნდა, რომ ყველას გავაგებინო, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, იქნება ეს ემიგრაციაში თუ საქართველოში, უნდა იბრძოლონ გამარჯვებამდე. მოუწოდა ემიგრანტებს, რომ მაქსიმალურად ჩამოვიდნენ არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული იყვნენ, რომ 30-ში არჩევნები ვერ მოიპაროს ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.