სააკაშვილი სამართლებრივად არ არის პოლიტპატიმარი, ის იმსახურებს იქ ყოფნას, - თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ის რომ ოცნება მიშა სააკაშვილს პოლიტიკურად იყენებს, პოლიტიკური მიზნების გამო ჩამოიყვანეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
"სააკაშვილი არის მსჯავრდებული, თან მძიმე დანაშაულებზე. ამ ბოლო დროს მე, მაგალითად, ჩემი კოლეგის რჩევით, დავიწყე კითხვა გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის. სამარცხვინოა, სტრასბურგის სასამართლო როგორ აღწერს სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს, როგორ ორგანიზებულად ებრძოდნენ მართლმსაჯულების აღსრულებას“, - თქვა გახარიამ.
ყოფილი პრემიერი ამობს, რომ ადამიანმა, რომელმაც შექმნა სისტემური ძალადობრივი მოწყობა ქვეყანაში, ამას ადამიანი შეცდომას უწოდებს და არა - დანაშაულს.
"წლების განმავლობაში არ ეყო ვაჟკაცობა, არც გონიერება და არც პოლიტიკური პრაგმატიზმი, რომ ამისთვის დანაშაული დაეძახათ. სამართლებრივად ის არ არის პოლიტპატიმარი, ის იმსახურებს იქ ყოფნას. ის, რომ ოცნება მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, სხვა თემაა...აღიარებას შეიძლება მოჰყვეს მონანიება, სანამ მომანიება არ იქნება, პატიებაზე ლაპარაკი ზედმეტია”, - თქვა გახარიამ.