უკრაინიში ვიზიტისას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, ვიცე- პრემიერმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო მზადაა რუსეთთან წინაპირობების გარეშე სასაუბროდ.
"რუსული ოკუპაცია ცივილიზებულად და მშვიდობიანად უნდა დასრულდეს და დარეგულირდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის", - აღნიშნა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება უკრაინაში, სადაც კიევის მე-4 უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
მასალის გამოყენების პირობები