"ეს აქციები არის უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" აქციები და ცხადია, რომ აქციაზე იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, შესაბამისად "ევროპული საქართველო" აქციაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ნონიაშვილმა
"ევროპული საქართველოს" პოზიციით მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ამ ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი და მას აქვს ყველა ის უფლება, რაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, არ აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს მის პარტიულ პრეფერენციებში ჯდება თუ არა და შესაბამისად ჩვენ ვართ სოლიდარულები და ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი და საპატიმროდან უნდა გამოვიდეს, რაც შეეხება აქციებს, ეს აქციები არის უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" აქციები და ცხადია, რომ აქციაზე იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, შესაბამისად "ევროპული საქართველო" აქციაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი", - განაცხადა ნონიაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 10 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს.