"ქართული ოცნება" კვლავ განაგრძობს მანკიერი, სრულიად ბოროტული ნაბიჯები გადადგმას", - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
"არავის დედამიწის ზურგზე არ აინტერესებს ირაკლი ღარიბაშვილის სრული ბოდვა და ფსიქოანალიზი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ვარდების რევოლუცია, რამდენად ლეგიტიმურია პოლიტიკური ოპონენტების დევნა და სხვა მანკიერი, სრულიად ბოროტული ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება სჩადის. მკაფიოდ არის ისტორიის გადაწერის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან", - განაცხადა ნონიაშვილმა
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და დაკავებასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.