ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება.
"ვაფასებ ყველა ქართველს, ვინც ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში თავისი ხმა დააფიქსირა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ყურადღება სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს დაუბრუნდეს, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლოს სფეროებში“, - დაწერა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში.