2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არის "ნაციონალური მოძრაობის" დაპირებების არშესრულების დოკუმენტი. ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აღნიშნა.
"წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას დაჰპირდა, ამისთვის კი საჭიროა 600 მილიონი ლარი. ეს 2011 წლის ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული. 2012-14 წლის ბიუჯეტშიც კი პენსიის ზრდისთვის 100 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ასევე არ გაითვალისწინა "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივა, რომ სოციალურად დაუცველი ფენების შვილებისთვის სასკოლო სახელმძღვანელობის შესყიდვა დაეფინანსებინა.
"კარგია, რომ პირველკლასელებს კომპიუტერებს ურიგებთ, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ეს, მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმძღვანელობის ყიდვის საშუალება არა აქვთ", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მან ერთხელ კიდევ ერთხელ მოითხოვა, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან უმაღლეს სასწავლებებში ვინც ჩაირიცხება და 100%-იან დაფინასებას ვერ მიიღებს, მათ სწავლა სახელმწიფომ დაუფინანსოს.