პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებას ევროობლიგაციებით მოზიდული თანხის არამიზნობრივ ხარჯავაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ევროობლიგაციების გამოშვება ერთი შეხედვით უმიზნოდ მოხდა, თუმცა რეალურად მთავრობამ ამ ობლიგაციებით მოზიდული 500 მილიონი დოლარი რაში დახარჯა, გაურკვეველია.
ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ევროობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთების ვადა ახლოვდება და მთლიანობაში ქვეყანას 2013 წელს საგარეო ვალების მომსახურებისთვის მილიარდ ლარამდე ლარის გადახდა მოუწევს.
ფინანსთა მინსიტრმა კახა ბაინდურაშვილმა კი აღნიშნა, რომ ევროობლიგაციების გამოშვებით, მთავრობამ საფაინანსო ბაზრის მდგრადობა შეამოწმა.