პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგრეიშვილი ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს ელემენტარული მათემატიკის უცოდინრობაში ადანაშაულებს.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცაგარეიშვილმა განმარტა, მთლიანი შემოსულობები ბიუჯეტში, 2011 წელს 6 მილიარდ 998 მილიონი ლარია, კორექტირებული 2010 წლის ბიუჯეტის პროექტით კი შემოსულობები 7 078 909.2 ლარია.
"ციფრების თანახმად კი განმარტეთ, რა არგუმენტით ამბობთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, გაზრდილია. ელემენტარული მათემატიკის ცოდნა არის საჭირო, გაიგოს საზოგადოებამ, რომ ცრუობთ," - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილის გამოსვლას ფინასნთა მინისრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2010 წლის არ დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს ვერ შეადარებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს.
"მიუხედავად ამისა, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, 20 მილიონი ლარით იზრდება", - აცხადებს ბაინდურაშვილი.