საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, ოპოზიცია შეწინააღმდეგების სენით არის დაავადებული. ამის შესახებ ზურაბ მელიქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აღნიშნა.
"ოპოზიციურ პარტიებს გაქვთ დაავადება, რომ რაც არ უნდა ვთქვათ ყველაფერს უნდა შეეწინაღმდეგოთ", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა და აქვე ოპოზიციის მიერ ბიუჯეტის შეფასებას დილეტანტური უწოდა,
"იმ გამოწვევების პირობებში, როგორიც იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და რუსეთის აგრესია 2011 წლის ბიუჯეტი არსებული რესურსებიდან გამომდინარე 7 მილიარდ 88 მილინით განისაზღვრა. თუმჩა ჩვენი მიზანია, რომ ქვეყნაში მოხდეს ადამიანების კიდევ უფრო მეტი დასაქმება, ინვესტიციების შემოსვლა, რომელიც მომავალ წლსბში ბიუჯეტის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს", - აღნიშნა მელიქიშვილმა.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შესაბამება, როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ არაქართვულენოვანი მოსახლებისთვის სახელმწიფო ენის შესწვალის პროგრამის დაფინასება შეწყდა.
"თუ ოპოზიციას არ შეუძლია ერთი მუხლიდან მეორეში გადატანილი პროგრამის დაფინასების ნახვა შემიძლია კონსულტაციების გავატარო", - აღნიშნა მელიქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა უკვე ოთხ საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს.