ახლად ჩამოყალიბებულმა არასამთოვრობო ორგანიზაციის "თავისუფალი საქართველოს" ლიდერ კახა კუკავას განცხადებით, ახალი ორგანიზაცია რეგიონებში პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნაზე გააკეთებეს აქცენტს.
მისი თქმით, "თავისუფალი საქართველოს" მთავარი ბრენდი პრაგმატიზმი იქნება.
"ჩვენ ვეცდებით, რომ რეგიონებში პოლიტიკური პროცესები უფრო აქტიური გახდეს. გვეყოლება წარმომადგენელი ყველა რეგიონში. ჩვენ მაგრები ვიყავით რუსთაველის გამზირზე, თუმცა რეგიონებში ვერა. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი იქ მეტი მხარდამჭერის მოპოვება, რეგიონში მცხოვრები საზოგადოებისა და სტუდენტების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა", - განმარტა კუკავამ.
"ეროვნულ საბჭოში" შემავალი პარტიები ორგანიზაციულადაც გაერთიანდნენ. "საქართველოს კოსნერვატიულმა პარტიამ" და "ხალხის პარტიამ" გააერთიანეს ფინანსური, პოლიტიკური, ორგანიზიაციული რესურსები და ამ პირობებში, ერთიანი მმართველობით გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, "ეროვნული საბჭოს" ეგიდით. გაერთიანების ეგიდითვე, შეიქმნა ორგანიზაცია "თავისუფალი საქართველო", რომელსაც კახა კუკავა უხელმძღვანელებს და რომლის ამოცანაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოხალისეების მოზიდვა იქნება.